ზუგდიდის იუსტიციის სახლში ტესტირების პროცესში ერთ-ერთი აპლიკანტი გარდაიცვალა

0

testirebaდილის საათებში უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის იუსტიციის სახლში.ადგილობრივი თვითმმართველობის ტესტირებაზე მისული ერთ-ერთი აპლიკანტი, რომელიც ტესტირებაზე სულ რაღაც ათი წუთის შესული იყოადგილზე გარდაიცვალა. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, აპლიკანტი გივი ფიფია კომპიუტერთან იჯდა და სატესტო კითხვაბს პასუხობდა. ფიფია უეცრად სკამიდან გადმოვარდა და იატაკზე გონმიხდილი დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა გივი ფიფია ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით აპლიკანტი გულის შეტევით გარდაიცვალა. გივი ფიფია პრივატიზაციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა და წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მისთვის ეს უკვე მეორე საატესტაციო გამოცდა იყო.

სხვა ახალი ამბები: