“ზუგდიდდასუფთავების” თანამშრომელი ზუგდიდის პოლიციამ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

1

preview

23 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ზუგდიდდასუფთავების” შესყიდვების სამსახურის უფროსი, 1960 წელს დაბადებული ზურაბ ა. ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქეს ბინის პრივატიზაციის სანაცვლოდ  თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ზურაბ ა. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარ სპეციალური ნივთიერებით  დანიშნული კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ  ქრთამის აღება) 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.  ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

სხვა ახალი ამბები: