ზუგდიდის “მაკდონალდსი” ხვალ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ მოემსახურება

0

11393086_896540390407335_6195055867231259677_nხვალ ზუგდიდის “მაკდონალდსი” ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნიან.

გარდა ამისა ზუგდიდის “მაკდოლადსი” ხვალ, დილიდან 17.00 საათამდე საქველმოქმედო აქციას განახორციელებს. “მაკდონალდსი” ამ დროის მანძილზე ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს უმასპინძლებს. მათთან ერთად მ”მაკდონალდსის” მომსახურება ხვალ უფასო იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის. მხოლოდ ერთი დღით ზემოთ აღნიშნული კატეგორიის ბავშვები შეძლებენ უფასოდ დააგემოვნონ ზუგდიდში მოქმედი ახალი ბრენდის მიერ შემოთავაზებული პპროდუქცია.