ზუგდიდის მაჟორიტარსა და სამ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დაცვა არ დაიცავს

0

dacvaსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განკარგულების საფუძველზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ივანე მერაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი ბარამიძესა, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს როლანდ ახალაიასა და კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკოლოზ რურუას სახელმწიფო დაცვის სამსახური აღარ დაიცავს.

„სიაში არ იყვნენ ეს პირები დასახელებული, აქედან გამომდინარე არ არსებობს საფუძველი, მათი პერსონალური დაცვა ჩვენმა სამსახურმა უზრუნველყოს“, – განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ბესტავაშვილმა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად  იმ პირთა ნუსხა, ვინც სახელმწიფო დაცვით ისარგებლებს, ამ დღეებში დამტკიცდა.

სხვა ახალი ამბები: