ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობა აკრძალა: რას ფიქრობენ გარემოვაჭრეები?

0

10986885_903525736335628_698140875146294213_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორტიაზე გარემოვაჭრეობის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, გარემოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დღესვე გაანთავისუფლეს.

ადმინისტრაციული კოდექსით, გარევაჭრობა ჯერ კიდევ 2006 წლიდან მიიჩნევა კანონდარღვევად, თუმცა ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს მხოლოდ მაშინ დარევდნენ ხელს, როცა საამისო პოლიტიკური ნება გაჩნდებოდა. სწორედ ამის შემდეგ ნაწილმა დახლი ბორბლებზე შემოდგა, სხვებმა ჩანთებში ჩაილაგა პროდუქცია და ასე დაატარებენ, ზოგმა კისერზე ჩამოიკიდა გასაყიდი პროდუქტი და ზოგმაც ხელის მტევანზე. გარემოვაჭრეები მიუხედავად იმისა, რომ გრძნობენ მათ მიერ ჩადენილ უკანონობას, “სამუშაოდ” გამოსვლას მაინც ცდილობენ. მათი განცხადებით სოციალური პირობები სხვა გზას არ უტოვებს.

10446069_903525766335625_3379283254535143305_o10988313_903525759668959_5024460456729107230_o“რა ვქნა შვილო, ძალიან მიჭირს და ამიტომ მივდივარ ასეთ რისკზე.  რა გავაკეთო, რით ვირჩინო თავი? სხვა სამსახური ვერსად ვიშოვე. ბაზარში კარგ ადგილას რომ იქირავო დახლი, რაც მოგებას ნახავ, სულ იმ დახლის ქირაში უნდა გადაიხადო, ტალახსა და წუმპეში კი არ მოდის კლიენტი და არც პროდუქტს იყიდის შენგან. ადრე ურიკებით პროდუქტის დატარებას არ გვიშლიდნენ, ამიტომაც ვიქირავე ეს ამხელა ჯაბახანა, ახლა ამითაც აღარ გვაჩერებენ, გვეუბნებიან: ნებართვა აიღეთო. ყოველდღე შიშით გამოვდივარ სამუშაოდ, მაგრამ შიმშილი რას არ გაგაკეთებინებს თურმე”-აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ კანონის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებენ უკანონო ვაჭრობის ფაქტების გამოვლენას ქალაქის მაშტაბით.