ზუგდიდის მერიამ გასაყიდი ობიექტები აუქციონზე გაიტანა

0

iyidebaaaქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზებასთან დაკავშირებით პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა. მერიამ აუქციონზე გასაყიდად რამდენიმე არასაცხოვრებელი ობიქტიც გამოიტანა, რომელთაც საპრივატიზაციო საფასურიც დაუდგინა. პირობებიანი ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დრო და თარიღია:  2015 წლის 03 ივნისის 16 საათიდან 2015 წლის 17 ივნისის 16 საათამდე.

11252492_951032094918325_8890450302247168686_n11377085_951032501584951_1075768213020165220_n11377273_951032724918262_6448702756448420333_n11401166_951032558251612_5136944685985945640_nქალაქ ზუგდიდი, კედიას ქ.N1-ში მდებარე 1061კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N43.31.55.312)  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 397,69კვ.მ შენობა-ნაგებობის – საწყისი საპრივატიზებო საფასური შეადგენს –  360000,00 (სამას სამოცი ათასი) ლარს; ,,ბე“- 72000 (სამოცდათორმეტი ათასი)  ლარი; ბიჯი – 3000 (სამი ათასი)  ლარი;

ქალაქ ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი N19/რუსთაველის ქ.N89-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე არსებული 320კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N43.31.49.015.05.513)  არასაცხოვრებელი ფართის საწყისი საპრივატიზებო საფასური შეადგენს – 124000 (ას ოცდაოთხი ათასი) ლარს; ,,ბე“- 25000 (ოცდახუთი ათასი)  ლარი; ბიჯი – 1000 (ერთი ათასი) ლარი;

ქალაქ ზუგდიდი, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 700კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N43.31.65.142)  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის – საწყისი საპრივატიზებო საფასური შეადგენს – 98000 (ოთხმოცდათვრამეტი  ათასი) ლარს; ,,ბე“- 20000 (ოცი ათასი) ლარი;ბიჯი – 1000 (ერთი ათასი) ლარი;