ზუგდიდის მერიამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა

0

gal103_305989ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა ქალაქის  მერიამ. დღის განმავლობალში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

09:00 სამხედრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეცტექნიკის გამოფენა.

11:00 – 17:00 პანტომიმის დასის მსვლელობა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, მდინარე ,,ენგური“-ს ცენტრალურ ხიდთან 12:00 საათზე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება სამშვიდობო ღონისძიება (ბუშტებისა და ფრანების გაშვება, წაკითხავენ ლექსებს, ცეკვებს და სიმღერებს შეარულებენ აფხაზეთის სკოლის მოსწავლეები

11:00 – 17:00 ასფალტზე ხატვა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00 – 17:00 პლენერი ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

11:00 – 17:00 ზუგდიდელი მხატვრების გამოფენა „არტ-გალერეაში“.

11:00 – 17:00 ყვავილების გამოფენა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00 – 17:00 წიგნების გამოფენა-გაყიდვა ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00 – 17:00 ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

11:00 – 17:00 მარწყვის ფესტივალი.

11:00 – 12:00 სპორტული ღონისძიებები ( ჭადრაკი, მკლავჭიდი, გრეხეთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, პარკური, თავისუფალი ჭიდაობა, სამბო, ძიუდო, გოგონების ხელბურთი, კარატე) ცენტრალური ბულვარის და სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00 – 17:00 კლასიკური მუსიკის კონცერტი „არტ-გალერეაში“.

12:00 – 14:00 საესტრადო სიმღერების კონცერტი ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე.

14:00 – 17:00 ქართული და სამეჯლისო ცეკვების კონცერტი კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობასთან.

17:00 – 19:00 ბენდი „ზუგდიდის“ კონცერტი ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

19:00 – 20:50 გალა კონცერტი ჯგუფი „მგზავრების“ და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სხვა ახალი ამბები: