ზუგდიდის მერიაში მაისის თვიდან ახალი პროექტების განხორციელებაზე საუბრობენ (ვიდეო)

0

sheroziaaaaდაზიანებული  შიდა გზები ქალაქ ზუგდიდში,  აყრილი ქვაფენილი და შეწუხებული მოსახლეობა. აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ smo.ge ეწვია ქალაქ ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსს ჯიმშერ შეროზიას.

“მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები ,თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად. ამის გარდა ჩვენ ვგეგმავთ ყოფილი სასტუმრო კომპლექსის “ოდიშის” გაყიდვას რათა ინვესტორის მიერ განხორციელებული კაპიტალ დაბანდების შემდეგ ამ შენობამ დაიბრუნოს ძველი დიდება”,-აცხადებს ჯიმშერ შეროზია.

შეგახსენებთ. რომ წლების წინ განხორციელებული არასწორი დაგეგმარებისა და უხარისხოდ და ნაჩქარევად ჩატარებუული სამუშაოების შედეგად მივიღეთ ის შედეგი,რომელიც დღეს გვაქვს. ქალაქ ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები წარსულში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას ცდილობენ.

სხვა ახალი ამბები: