ზუგდიდის მერიაში შექმნილმა საგანგებნო შტაბმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

0

10380022_957749720913229_4686255480865033979_oშეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილე კობა ჯიქია უძღვებოდა. შტაბის შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა საჯარო მოხელეებმა, ქალაქისა და მერიის თანამშრომლემბა, პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი მოიტანეს.

შეხვედრაზე მერიისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების თანამშრომლების მიერ, ხელფასიდან გაღებული თანხით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საკვები პროდუქტებს შეძენა გადაწყდა. პროდუქტები დღესვე გაეგზავნება სტიქიით დაზარალებულებს თბილისში. დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მათ მიერ გაღებული საკვები პროდუქტები და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები მერიის შენობაში, თავისუფლების მოედანზე ( გუბერნიის შენობა) მოიტანონ.