ზუგდიდის მერია განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების დაფინანსებას განაგრძობს

0

11815886_1150141741679881_257401322_nქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის „განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი – ნოდარ ქვარაია, რომელიც სასწავლებლად გაემგზავრება ტურინში, იტალიაში საზაფხულო სკოლაში.

კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „რიბი – რაბო“-ს სოლისტ ლუკა ხუფენიას ბულგარეთში საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრების დაფინანსების თაობაზე.