ზუგდიდის მერია განცხადებას ავრცელებს

0

10527485_781021071919429_2702943093176574294_n“2008 წლის  აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი ფურცელია.  რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე შეიარაღებულმა დაპირისპირებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უთანასწორი ბრძოლაში დაცემული გმირებისათვის პატივის მიგება ჩვენი მოვალეობაა. მათი სახელები თაობებს ემასხოვრება, რადგან გმირები არ კვდებიან! ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აგვისტოს მოვლენებსა და მამულისათვის თავდადებულ გმირებს თქვენთან ერთად გაიხსენებს. შემოგვიერთდით!”-აღნიშნულ განცხადებას ქალაქ ზუგდიდის მერიის პრეს სამსახური ავრცელებს და აქვე 8 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებების დღის წესრიგს გვთავაზობს.

10 : 00  –    აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა ზუგდიდის         ცენტრალურ ბულვარში.

14 : 00   –    აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა საფლავების გვირგვინებით შემკობა (ზუგდიდი, რიყე).

17 : 00    –    აგვისტოს მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ვოდეომასალის ტრანსლირება ცენტრალურ ბულვარში.

20 : 00   –   აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი კონცერტი საოპერო მომღერლების მარიამ როინიშვილისა და მიხეილ ქირიას მონაწილეობით ღურწკაიას გიმნაზიის(GG) დარბაზში

 

სხვა ახალი ამბები: