ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარებას უწევს

0

10418448_815948521760017_330375122625413989_nმრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა დედამ ქალაქ ზუგდიდის მერიის ცხელ ხაზს დღეს დილით მიმართა. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩა  #3-ში მცხოვრები ელისო შანავას კარ-მიდამო ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა.  სპეციალურმა კომისიამ ოპერატიულად, ადგილზევე შეისწავლა არსებული მდგომარეობა, რის შედეგადაც მობილიზებულ იქნა წყალსაქაჩი ტექნიკა.

ამ წუთებში მიმდინარეობს შანავების ეზოში დაგუბებული წყლის ამოტუმბვა.
უმოკლეს ვადაში, ხელახალი დატბორვის თავიდან ასაცილებლად სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის შეძენილი იქნება მილები და მოხდება მათი წყალსაწრეტ სისტემასთან მიერთება.

სხვა ახალი ამბები: