ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

0

10333657_957827907572077_156797381018566278_oქალაქ ზუგდიდის მერიამ მერიისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების, ბიზნესორგანიზაციების, მცირე მეწარმეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების დახმარებით, თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, ჭურჭელი და თეთრეული შეაგროვა.

ქალაქის მერიაში შექმნილ შტაბში მერიის თანამშრომლებმა, მერის ახალგაზრდული სათათბირო ორგანოსა და მოხალისეების დახმარებით ტვირთი შეიფუთა. ქალაქ ზუგდიდის მერია მადლობას უხდის მოქალაქეებს: ნინო კუხალაშვილს,მაკა ბერაიას,ზაირა მიშველიას, ინგა თირქიას, ნანა ბერულავას,ანა ძიმცეიშვილს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბიზნესმენ ბადრი ლომიას, კომპანია ,,ინსაიდს”, წმ. გაბრიელის სახელობის საქველმოქმედი ფონდს, ასოციაცია ,,ათინათს” , ქალაქ ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების თითოეულ თანამშრომელს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის.

სხვა ახალი ამბები: