ზუგდიდის მერია უფასო სასადილოების მონიტორინგს ახორციელებს

0

1555551_795561560465380_6536279489754631606_nქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კობა ჯიქიამ, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ სოსელიამ და სამსახურის თანამშრომლებმა დღეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფასო სასადილოში მონიტორინგი განახორციელეს.

სასადილოს მომსახურებით მოსარგებლე მოქალაქეების განცხადებით, სასადილოს კვების რაციონი და მომსახურების ხარისხი დამაკმაყოფილებელია, თუმცა ისინი უსახსრობის გამო, ტრანსპორტით სარგებლობას ვერ ახერხებენ.მერიის წარმომადგენლებს მათ სწორედ ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართეს. 
მონიტორინგის შედეგად გადაწყდა, რომ ქ.ზუგდიდის მერია მომდევნო წლის ბიუჯეტში ბენეფიციარების უფასო ტრანსპორტით მომსახურების ხარჯებს გაითვალისწინებს.

დღეისათვის უფასო კვების პროგრამა 215 უმწეო კატეგორიის ბენეფიციარს ემსახურება.

სხვა ახალი ამბები: