ზუგდიდის მერია ქალაქში იაკობ გოგებაშვილის ძეგლს აღადგენს

0

iakobis dzegliქალაქ ზუგდიდის მერიამ იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის მოდელის  შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. მერიის ინფორმაციით, ბიუსტი ძველ ადგილას, გოგებაშვილის პარკში დაიდგმება,  საიდანაც ის 90-იან წლებში მოიპარეს. საკონკუსრო დოკუმენტაციის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ  მსურველს შეუძლია.

კონკურსი ქალაქ ზუგდიდის მერიაში 31 მარტს ჩატარდება. საკონკურსო განაცხადებს სპეციალური კომისია შეისწავლის. ქართველი საზოგადო მოღვაწისა და საბავშვო მწერალის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის დადგმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოიყო.