ზუგდიდის მერიის სამსახურებმა რეგიონულ მედიას გაწეული საქმიანობის შესახებ ვრცელი ანგარიში ჩააბარა

0

10600601_802428546445348_6300614528554799391_nქალაქ ზუგდიდის მერიის სამსახურებმა რეგიონში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ანგარიში 2014 წლი 14 ივლისიდან დღემდე პერიოდს მოიცავდა.

„იმედია საზოგადოების სურვილებს მალე განვახორციელებთ.  ქალაქის მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს, რომ  მერიას სტკივა ის პრობლემები, რომელიც ქალაქს აწუხებს. ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ მოგვარდება, თუმცა მაქსიმალურად ვართ მობილიზებული  პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, – თქვა ირაკლი გოგოხიამ.

მედიის წარმომადგენლებმა ქალაქ ზუგდიდში სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სახის, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე მიიღეს დეტალური ინფორმაცია. მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხი ქალაქის მერმა, ირაკლი გოგოხიამ და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა გასცეს. 

როგორც ქალაქ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ყოველი თვის ბოლოს ჩააბარებენ.

სხვა ახალი ამბები: