ზუგდიდის მერიის სამსახურების ნაწილი იუსტიციის სახლის ყოფილ შენობაში განთავსდა

0

11008882_1072528232773166_754208233_nქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მერიის სამსახურების ნაწილი, დროებით, იუსტიციის სახლის ყოფილ შენობაში განთავსდა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რემონტის დასრულებამდე, მუშაობას მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურები გააგრძელებენ. მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მუშაობას აგრძელებს ქალაქის მერი, ვიცე-მერი, მერის მოადგილე და ადმინისტრაციული სამსახური ( მათ შორის, კანცელარია).

სხვა ახალი ამბები: