ზუგდიდის მერის ანგარიში საკრებულოს და უკმაყოფილო ოპოზიცია (სპეციალური რეპორტაჟი)

0

gooogoooxiaaaდღეს ქალაქ ზუგდიდის მერიამ 6 თვიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ცალკეული  სამსახურის უფროსებმა საზოგადოებას 2014 წლის ივნისიდან დღემდე გახნხორციელებული სამუშაოები და აქტივობები გააცნეს.  გარდა ამისა,  მერიის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც უახლოესი 3 წლის მანძილზეა დაგეგმილი.

მერიის ანგარიში საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა.

აღნიშნულის მიუხედავად, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შენიშვნები ჰქონდათ, როგორც მერიის სამსახურების  ასევე,  ირაკლი გოგოხიას მიმართ.  საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ მერიის სამსახურის უფროსებს ანგარიშის შინაარსი დაუწუნა,  ხოლო მერი ირაკლი გოგოხია ნეპოტიზმში დაადანაშაულა.  მან ასევე აღნიშნა, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაობის ნაწილი, რომელიც ანგარიშში მოხვდა,  2012 წელს დაიგეგმა.

ირაკლი გოგოხიამ დეპუტატ წითლიძის, ნეპოტიზმთან დაკავშირებულ, ბრალდებას უპასუხა, რომ “დიახ, მე მოვედი ჩემ  გუნდთან ერთად და გუნდურად ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ”,  – განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ირაკლი გოგოხიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ  ის მიღწეულით ბოლომდე არ არის კმაყოფილი, თუმცა ამბობს, რომ “წარმატების საფუძვლები ჩაყრილია და მის შედეგებს მომდევნო წლებში ვიხილავთ”.

“თავიდან ბევრი სირთულე შეგხვდა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გადავლახეთ და ამ 6 თვის განმავლობაში შევძელით მიმართულებები ჩამოგვეყალიბებინა, რათა 3 წლის მერე უკეთესი იყოს ჩვენი ქალაქი. “, – თქვა ირაკლი გოგოხიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მერიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოებისთვის  მსგავსი ანგარიშების  წარდგენა ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.

“ქალაქ ზუგდიდის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩეული მერი და აღმასრულებელი ორგანო ასევე, ქალაქის  არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოს გაწული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს.  ამავდროულად, მერია ამით ანგარიშს აბარებს ამომრჩეველს”, – ამბობს მერაბ ქვარაია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ორ ნაწილად – ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებად გაიყო.  აღნიშნული რეფორმის შემდეგ, ზუგდიდს პირველად ჰყავს არჩეული მერი.

სხვა ახალი ამბები: