ზუგდიდის მერის სტიპენდიას 6 სტუდენტი მიიღებს

0

12050773_1188893174471404_1001028423_oშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სასწავლო უნივერსიტეტი ერვოპული აკადემიის 6 სტუდენტს: ნატალია კიკალიშვილს, ანა გვაგვალიას, თამარ ბენდელიანს, ხალიდა აბშილავას, ლუკა ქირიასა და გიორგი თუთბერიძეს მერის სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. სტუდენტები ყოველთვიურად, აკადემიური წლის განმავლობაში, სტიპენდიის სახით 100 ლარს მიიღებენ.

12059602_1189445861082802_2039932989_o12084839_1189445857749469_119680881_o“მიმდინარე ეტაპზე მერის სტიპენდიას 6 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს, მომავალ წელს ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით, რომ უფრო და უფრო მეტი სტუდენტი წავახალისოთ, რადგანაც ყველაზე გამართლებული ინვესტიცია განათლებაში ჩადებული ინვესტიციაა”-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია.