ზუგდიდის მერი გაეროს განვითრების პროგრამის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

0

11426398_951410988213769_7748066707742704924_oგლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის თანაშემწემ, თენგიზ ღუბელაძემ და ამავე პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, მაია ქავთარაძემ ქალაქის მერთან ერთად მცირე გრანტების პროგრამის მიერ დაფინანსებული ,,ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნების აღდგენის” პროექტის (განმხორციელებელი ასოციაცია ,,მერკური”) შესახებ ისაუბრეს.

ფონდის წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარეობისას ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურობაზე გაამახვილეს ყურადღება და ქალაქის მერს ეფექტური თანამონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს.

“ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისათვის ხელისუფლება 3 მლნ 700 000 ლარს დახარჯავს.მიმდინარე პროექტის მდგრადობას ჩვენ მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ”- აღნიშნა ქალაქის მერმა, ირაკლი გოგოხიამ.