ზუგდიდის მერი მნიშვნელოვან პროექტებზე საუბრობს

0

11063150_1557013151232801_1186006981_nსაქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან კომენტარს აკეთებს ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. გოგოხიას განცხადებით  პრემიერთან შეხვედრამ საქმიანად ჩაიარა და აბსოლიტურად ყველა კმაყოფილია. ზუგდიდის მერი ხაზს უსმევს იმ ფაქტსაც, რომ რეგიონებს შორის ყველაზე წარმატებული სწორედ სამეგრელოს რეგიონია.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სადაც განიხილეს 2014 წლის პროექტების შესრულება და რათქმაუნდა მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებიც. ამ მხრივ სამეგრელოს რეგიონი იყო მოწინავე, რაც ძალიან სასიხარულოა”-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის მერი და აქვე დასძენს, რომ 2015-2016 წლები სიახლეების წლები იქნება. იმ მრავალ პროექთაგან, რომელიც ამჟამად ხორციელდება და სამომავლოდ უკვე დაგეგმილია, ირაკლი გოგოხიამ რამდენიმე გამოყო.

“ყველაზე ძვირადღირებული პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყება და სავარაუდოდ 2016 წლის ბოლომდე დასრულდება, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობაა. ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებული სტადიონი ზუგდიდში 7 მილიონი ლარი დაჯდება. ასევე ძვირადღირებული პროექტებია სანიაღვრე და წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, რომლისთვისაც 2.200.000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის მაისის თვეში უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას, ასევე დაიწყება მიმდინარე წლის მაისის თვეში და 2016 წელს დასრულდება. რეაბილიტაციის პროექტისთვის გათვალისწინებულია 1.300.000 ლარი.

ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე  მერია 950.000 ლარს დახარჯავს. საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და ზოგიერთ ადგილებში ახალი ბაღების აშენებაში სავარადოდ 800.000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ასევე გარე განათების მეორე ეტაპი უნდა დავასრულოთ, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე 20 ქუჩის გარე განათებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტისთვის სატენდერო ფასად 300.000 ლარი გვაქვს დასახელებული”-აცხადებს ზუგდიდის მერი.

ირაკლი გოგოხიას თქმით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პროეტირება დაიწყო, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და შემდეგ კი ისტორიული ბაღის განახლება დაიწყება.