ზუგდიდის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების შემდეგ ჩაიბარებს

0

13821_919591488062386_8786494753472148027_nქალაქ ზუგდიდის მერმა,ირაკლი გოგოხიამ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერმა სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას არსებულ რიგ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს მათი გამოსწორებისაკენ მოუწოდა.

“მაქვს გარკვეული შენიშვნები, რაც კონტრაქტორმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს და ყველა ხარვეზი გამოასწოროს.სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი სპეციალისტები შეაფასებენ შესრულებულ სამუშაოებს და მხოლოდ დადებითი დასკვნის შედეგად ჩავიბარებთ ობიექტს”-განაცხადა მერმა.