ზუგდიდის მერი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მოსახლეობისგან ინფორმაციას ითხოვს

0

11066106_1097203570305632_1962742076_oძლიერმა ქარმა #1, #3 საჯარო სკოლების, აგრეთვე #16 შენობების სახურავების ნაწილი დააზიანა.ქარმა სახურავი გადახადა აგრეთვე რუსთაველის, გაგარინის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლებს. #4 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი დააზიანა.

მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, ზედამხედველობის, კეთილმოწყობის სამსახურები, მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, ახორციელებენ ოპერატიულ გასვლებს. შემთხვევის ადგილებზე ოპერატიულად გავიდა ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია, ვიცე-მერი, გია გულორდავა, მერიის ზედამხედველობის, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები.

11084323_1097203586972297_1709904511_n11090694_1097203626972293_1205533925_o11103602_1097203620305627_298159696_oმიმდინარეობს სტიქიის შედეგების აღრიცხვა- ლიკვიდაცია. ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია მოსახლეობას სტიქიის შედეგების დროული ლიკვიდაციის მიზნით, თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. მერიის ცხელი ხაზი: 25 15 30 შსს-გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი: 112

სხვა ახალი ამბები: