ზუგდიდის მერმა სლოვაკეთის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა

0

11312646_951432254878309_4445622671161826913_oსლოვაკეთის პარლამენტის წევრმა, სლოვაკეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, რენატა ზვაიკოვიჩოვამ, სლოვაკეთის ელჩმა ეუთოში, ბავშვთა უფლებების შესახებ პროექტის ავტორმა, ოლგა ალგაიეროვამ, საქართველოს კონსულმა სლოვაკეთში, ბესიკ ქვარცხავამ ქალაქის მერსა და მერიის წარმომადგენლებს მათ მიერ საქართველოში გაწეულ საქმიანობაზე მოაწოდეს ინფორმაცია. სლოვაკმა პარლამენტარმა ქალაქის მერს სიმბოლურად მშვიდობის მტრედები გადასცა და ზუგდიდისა და სლოვაკეთის ერთ-ერთი ქალაქის დამეგობრების ინიციატივით მიმართა.

“ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით და გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენი და მსგავსი სლოვაკური ქალაქების დამეგობრების მიმართულებით”- განაცხადა მერმა.

სხვა ახალი ამბები: