ზუგდიდის მერმა სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

0

11149102_1104488116243844_458749543_nქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ სააღდგომო საჩუქრები დაურიგა უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს. სასურსათე კალათა, რომლის ღირებულება 70 ლარს შეადგენს, 210-მა ოჯახმა მიიღო. ქალაქის მერთნ ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი თოდუამ და მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმაც მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უმწეოთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს.

სააღდგომო საჩუქრებს ქალაქ ზუგდიდის მერია აგრეთვე დაურიგებს სოციალურ საცხოვრისში მყოფ 15 ოჯახს, დედ-მამით ობოლ ბავშვთა 20 ოჯახს,20 ვეტერანსა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ 35 ოჯახს.