ზუგდიდის მერობაზე 5, ხოლო გამგებლობაზე 6 კანდიდატია დარეგისტრირებული

0

guuuberniaaaთვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის მერობისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძოლებს -თეიმურაზ ბასილაია – ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ირაკლი გოგოხია – ბლოკი „ქართული ოცნება“, ვახტანგ ყუფუნია – „ქრისტიან დემოკრატიული პარტია“, რუსუდან პაჭკორია – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ და ირაკლი ღურწკაია – „არასაპარლამენტო ოპოზიცია – კუკავა – ჩიხრაძე“.

რაც შეეხებათ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდნენ – თენგიზ გუნავა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ედიშერ თოლორაია – ბლოკი „ქართული ოცნება“, ვახტანგ ანთია – „ერთიანობის დარბაზი“, ვახუშტი ფარცვანია -„სახალხო პარტია“, ოთარ ჭითანავა – ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია – კუკავა – ჩიხრაძე“, გოგიტა ბიგვავა „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“.

სხვა ახალი ამბები: