ზუგდიდის მერობის კანდიდატი რუსუდან პაჭკორია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

0

1498958_1496310593915486_475681428557812604_oკოალიცია “ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, რუსუდან პაჭკორიამ წინასაარჩევნო შეხვედრები ზუგდიდელ ამომრჩევლებთან დღეიდან დაიწყო.

ზუგდიდის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. რუსუდან პაჭკორიამ ადგილობრივი მოსახლეობისგან კონკრეტულ უბანში არსებული პრობლემებიც მოისმინა.

რუსუდან პაჭკორია წინასაარჩევნო შეხვედრებს ზუგდიდის მაშტაბით ყოველდღიურად გამართავს.