ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო–სამეურნეო ბარათების გაცემა დაიწყო

0

sdზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო–სამეურნეო ბარათების გაცემა დაიწყო. კომბინირებული ბარათი, რომელიც პირველ ეტაპზე გაიცემა, ნაკვეთის ხნულის დადისკვის/გაფხვიერების სამუშაოებს უზრუნველყოფს. ნომინალური ბარათი კი, რომელიც ნიადაგის მომზადების შემდეგ მეორე ეტაპზე გაიცემა ითვალისწინებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენას.
ბარათების დარიგებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონიტორინგი გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა ლერი დოჩიამ გაუწიეს

სხვა ახალი ამბები: