ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი გაიხსნა

0

xidiზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის თემში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. სატრანსპორტო ხიდი, რომელიც სოფლებს –კორცხელსა და ჭკადუაშს დააკავშირებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.სოფელ კორცხელის მოსახლეობამ სოფლის კრებაზე პრიორიტეტად სათორდიო–საჭითანაოს უბნის  ხიდის მშენებლობა დაასახელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 000 ლარი გამოიყო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ კორცხელის თემში ბაშისა და ნაცატუს უბანში უახლოეს დღეებში მოხდება შიდა გზების მოხრეშვა და საბავშო ბაღის რეაბილიტაცია.რეგიონალური განვითარების ფონდიდან კი სოფლის ხუთი ჭაბურღილიდან 150–მდე ოჯახი მიიღებს წყლის უწყვეტ ნაკადს.

სხვა ახალი ამბები: