ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

0

10446686_1443598815905545_1050930330531201448_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო და იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილეს.

ბიუჯეტის პროექტი ზუგდიდის გაუქმებული და გაყოფილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადანაწილების შედეგად მომზადდა.

დეპუტატებს,  ბიუჯეტის პროექტან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდათ , როგორც ბიუჯეტის სხვადასხვა სფეროებთან, ასევე „აიპებთან“ დაკავშირებიაც.

დეპუტატ კახა მიქაიას შენიშვნები ჰქონდა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სფეროში, მათ შორის ქორეოგრაფიულ ცენტრ „ოდიშთან“ დაკავშირებთ.

საკრებულოს წევრ ირაკლი ქოჩუას კითხვები ჰქონდა “აიპიებთან” მიმართებაში. მისი თქმით, შინაარსით, თითქმის ერთნაირი აიპიების არსებობა საჭიროებას არ წარომადგენს.

აიპიებთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ შესაბამის სამსხურებს დაავალა მომდევნო სხდომისთვის მომზადდეს თითოეული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ნუსხა და ქონება, რათა მოხდეს მათი არსებობის მიზანშეწონილობის შესწავლა.

სხვა ახალი ამბები: