ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა

0

raionis sakrebulooზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად მომზადდა, დღეს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა. ბიუჯეტის დამტკიცებას 33 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი, 7-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთი დეპუტატი -”ნაციონალური მოძრაობიდან” – კახა ჩანგელია წარმოდგენილი ბიუჯეტის წინაღმდეგ წავიდა. შვიდი საკრებულოს წევრიდან, რომლებმაც წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა, 5 „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ხოლო ორი მათგანი – კახა მიქაია დემოუკიდებელი დეპუტატია, მალხაზ ჭეჟია კი „ქართული ოცნებიდანაა”.

საკრებულოს იმ დეპუტატებმა, რომლებმაც ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს აცხადებენ, რომ ისინი არ იცნობენ წარმოდგენილ ბიუჯეტს , რადგან ის ელექტრონული ფოსტით მხოლოდ  გუშინ მიიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ სხდომაზე გარკვეული განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატების პრეტენზიებს არ იზიარებს. გოგიას განმარტებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი განხილული იყო კომისიის სხდომებზე და ამასთანავე გამოქვეყნებული იყო მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზეც.

სხვა ახალი ამბები: