ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა

0

1779976_336311476546813_3962476509898948665_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც 34 დეპიტატთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი რუსლან კილასონია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნანი მიქენაია ესწრებოდა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას.

საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას განმარტებით, გამოცხადებული ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიის გათვალისწინებით, სხვადასხვა პროექტების მიხედვით, შემცირდა 269400 ლარით, ამასთან ორი ახალი პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებულ იქნა 277700 ლარი, მათ შორის 661000 ლარი გრიგოლიშის თემში კანკიების უბანში წყალმომარაგების ქსელის მოწყობისათვის და 161600 ლარი დარჩელის თემში ავტოსავალ გზაზე განათების მოწყობისათვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 19 საჯარო სკოლას ტრანსპორტირების დაფინანსების საკითხს, დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს,
საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ დეტალურად ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს 55%-ის ოდენობით, რაც გულისხმობს, რომ 60 ქულიდან გამსვლელი იქნება 33 ქულა, რასაც დეპუტატი ცოტნე მურღულია არ დაეთანხმა.

ლაშა გოგიას განმარტებით, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებად გათვალისწინებულია, როგორც საკრებულოს აპარატისათვის, ისე გამგეობის საჯარო მოხელეთათვის სამი ძირითადი მოთხოვნა: განათლება, სამუშაო გამოცდილება და პროფესია. მთავრობის მიიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად,უფროსი საჯარო მოხელეებს მიეკუთვნებიან: განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი, თანაშემწე და გამგებლის წარმომადგენელი, ხოლო უმცროს საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ: წამყვანი სპეციალისტები და სპეციალისტები.

აქედან გამომდინარე საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ძირითადი მოთხოვნა იქნება უმაღლესი განათლება და მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო უმცროს საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ, გამგებლის წარმომადგენლისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა იქნება საშუალო განათლება. დეპუტატები კახა მიქაია, ედიტა კოდუა და ცოტნე მურღულია არ დაეთანხმნენ გამგებლის წარმომადგენლების მინიმალურ მოთხოვნებს, რადგან მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ მათაც მოეთხოვოთ უმაღლესი განათლება.

საკრებულოს თავმჯომარემ სხდომის ბოლოს გააკეთა განცხადება, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში გაიმართება სახალხო ღონისძიება „ეგრისობა“, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება თავისი პავილიონი და მცირეოდენ წვლილს შეიტანენ აღნიშნულ ღონისძიებაში.

საკითხთა ამოწურვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

სხვა ახალი ამბები: