ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხორავების ოჯახს ეხმარება

0

10818300_578188568981001_8351322627670151107_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და გამგეობის თანამშრომლებმა დღეს, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ხორავების სოციალურად დაუცველ 5 სულიან ოჯახს სურსათი და ტანსაცმელი მიუტანეს.

შემოწირულობა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა გაიღეს. ხორავების ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მძიმე სოციალური პირობების გამო ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ უვლიათ.

10604514_578188412314350_2731357736818539188_o10633931_578188405647684_2655965812198844910_o10562501_578188628980995_8079869153505850457_oგამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ ოჯახის უფროსს დასაქმებაზე შუამდგომლობა ჯვარი–ხორგას დამაკავშირებელი ახალი ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტში გაუწია. გიზო სართანიას განცხადებით გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში გათბობის პრობლემასაც მოუგვარებს.

მიუხედავად იმისა რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის სამოქმედო არეალია მხოლოდ რაიონი, მუნიციპალიტეტის გამგეობა და გამგეობის თანამშრომლები საქველმოქმედო ღონისძიებებს ქალაქის მასშტაბითაც გააგრძელებენ.

სხვა ახალი ამბები: