ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა

0

10563158_354226348088659_1321662408254907626_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეუერთდა აქციას „ქველმოქმედება გადამდებია“, რომლის ფარგლებშიც რაიონული საავადმყოფოს დასახლებაში მცხოვრები ტასო აკობიას 8 სულიანი ოჯახი მოინახულეს და შეშის ღუმელი, სურსათი, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს. შემოწირულობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და საკრებულოს წევრებმა გაიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო სამოქმედო არეალია მხოლოდ რაიონი, მუნიციპალიტეტის საკრებულო და აპარატის თანამშრომლები საქველმოქმედო ღონისძიებებს ქალაქის მასშტაბითაც გააგრძელებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველა საჯარო უწყებას მოუწოდებს შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას.