ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოში ტესტირება დასრულდა (ვიდეო)

0

10850069_620801494711950_864610531907028024_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმების მსურველთა ტესტირების პროცესი დღეს დასრულდება. კონკურსანტების განცხადებით, ტესტირება საშუალო სირთულის იყო.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის მაიზერ ნანავას განცხადებით, ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, მეორე – ტესტირების ეტაპზე გადასულთა უმრავლესობამ ტესტირების ეტაპი წარმატებით გაიარა. საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ბოლო – გასაუბრების ეტაპი, ტესტირების შედეგების შეჯამების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბოლო ეტაპი გასაუბრება იქნება. კონკურსის პირველ ეტაპზე სხვადასხვა თანამდებობაზე სულ 1915 განაცხადი შევიდა. მათგან, მეორე ეტაპზე 528 აპლიკანტი გადავიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საკონკურსო ტესტირების შემდეგ, კონკურსის მეორე ეტაპი ქალაქის მერიისა და ქალაქის საკრებულოში დასაქმების მსურველთათვის დაიწყება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 187 ვაკანტურ თანამდებობაზე  კონკურსი გამოაცხადა . საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილი კი, 1 915 ადამიანმა გამოთქვა. კონკურსანტთა აპლიკაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შეისწავლა და მეორე ეტაპზე 528 კონკურსანტი გადავიდა.

სხვა ახალი ამბები: