ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გასული წელი შეაჯამა (ვიდეო)

0

10900059_598390316960826_3789504777961561546_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გასული 2014 წელი შეაჯამა. გამგებელმა გასული წელი დადებითათ შეაფასა. ისაუბრა შესრულებულ და გარდამავალ პროექტებზე, რომლებიც 2015 წლისთვის დასრულდება.

გამგებლის განმარტებით 2015 წელს ყველა სოფელში მოეწყობა გარეგანათება და რეკრეაციული ზონები. ამ ეტაპზე საპილოტე პროექტის ფარგლებში სოფელ დარჩელის ცენტრში პარკის მოწყობა მიმდინარეობს. ედიშერ თოლორაიას განცხადებით სოფელ რიყის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი მომავალი წლის რვა იანვარს გამოცხადება, რომლის მშენებლობაც 2015 წელს დაიწყება.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა კეთილმოწყობის სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის და სოფელ რუხის წარმომადგენელს ლიკა ქვარცხავას შესრულებულ სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აქვე თანამშრომლებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

სხვა ახალი ამბები: