ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემებში სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან

0

10876622_713451895419509_1064217786_oდღეს, 29 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები შეუერთდნენ აქციას “ქველმოქმედება გადამდებია” და საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწიეს სოციალურად დაუცველ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მცხოვრებ ალექსი ბერულავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბასთუმანში მცხოვრებ ციალა ქადარიას ოჯახებს, რომელთაც საახალწლოდ საჩუქრად მიუტანეს სურსათ-სანოვაგე, ტანსაცმლები და მოკრძალებულად მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალშიც განაგრძობს საქველმოქმედო აქციებს