ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს

0

sagangeboსამეგრელოში, კონკრეტულად კი შავი ზღვისპირა რაიონებში ამ წუთებში სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან სამაშველო ჯგუფები, შინაგანი ჯარის ნაწიულები და პოლიციელები. ზუგდიდის რაიონში მდგომარეობას აკონტროლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია, რომელიც გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა უკვე მოინახულა საზღვრისპირა სოფლები ანაკლია-განმუხურის ტერიტორია, სადაც ამ დროისთვის სიმშვიდეა.

”გამგეობა დღეს საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მთელი ღამის განმავლობაში ვრჩებით ხალხის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მართლა არ არის პანიკის საფუძველი, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ფხიზლად ვიყოთ და საჭიროების შემთხვევაში ხალხს შესაბამისი დახმარება გავუწიოთ. ზუგდიდში მობილიზებულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსი. მე მოვინახულე თანამშრომლებთან ერთად ანაკლია, განმუხური, ენგურქაღალდ კომბინატის დასახლება და ყველა ის უბანი თუ სოფელი, რომელიც ასე თუ ისე საშიშ ზონად მიიჩნევა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა, რომ საპანიკო არაფერია”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

ანალოგიური მდგომარეობააა ქალაქ ფოთშიც. ამინდი გაუარესდა და წვიმს, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ფოთის მერიაც ზუგდიდის გამგეობის მსგავსად საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

 

 

სხვა ახალი ამბები: