ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო პირებს ხელფასები გაეზარდათ (ვიდეო)

0

sakrebulo-xelfasebiiზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა. კენწისყრაში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც მიიღეს. თანამდებობრივი სარგო მნიშვნელოვნად კომისიის თავმჯდომარეებს, განყოფილების უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს და სპეციალისტებს გაეზარდათ. რაც შეეხება გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, მათი თანამდებობრივი სარგო საერთოდ არ გაზრდილა.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას განცხადებით, სახელფასო ფონი კანონით გათავლისწინებულ ნორმას – შემოსავლების 25%-ს არ აღემატება.
საჯარო მოხელეების გაზრდილი თანამდებობრივი სარგო კი ასე გამოიყურება:

საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი – 2 650 – 2 650 ლარი (არ გაზრდილა)

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გამგებლის მოადგილე – 2 200 – 2 200 ლარი (მანამდე –1 700 და 1300 ლარი)

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარე – 1 800 –1800 ლარი(მანამდე – 1 350 ლარი )

აპარატის უფროსი და სტრუქტურის ერთეული უფროსი –1600 – 1600ლარი (მანამდე -1 000 ლარი)

განყოფილების უფროსი და სამსახურის უფროსი – 1 200 ლარი – 1 200 ლარი (მანამდე – 700 ლარი)

გამგებლის თანაშემწე – 1 200 ლარი (მანამდე – 800 ლარი)

მთავარი სპეციალისტი – 900 ლარი (მანამდე- 560 ლარი)

წამყვანი სპეციალისტი – 750 ლარი (მანამდე- 530 ლარი)

სპეციალისტი- 730 ლარი (მანამდე- 470 ლარი)

გარდა ამისა, 39 ერთეულით გაიზარდა მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა.

სხვა ახალი ამბები: