ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0

zugdidis_gamgeoba_4560ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ფოტომასალას ავრცელებს, რომელიც 2015 წლის 14 მარტს, კულტურის ცენტრ „ოდიში“–ს საკონცერტო დარბაზშია გადაღებული. ცნობისათვის, სწორედ ამ დღეს დოკუმენტური ფილმის „9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ –ს ჩვენება გაიმართა. ფოტომასალასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

10847412_638563862943471_3657868385800425603_o11046842_638563679610156_2206297118607298378_o11050269_638563526276838_3156964133616196568_o“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ, ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვანი ბავშვები და სკოლის მოსწავლეები დარბაზში არ იმყოფებოდნენ და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული ფილმის ჩვენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იყო ორგანიზებული.

ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ეგიდით მოხდა. სამაუწყებლო კომპალია „რუსთავი 2“–სა და სხვა მედია საშუალებეში გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს ფილმის ჩვენებას მოსწავლეები ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობა დეზინფორმაციას და ბლეფს უწოდებს.

2015 წლის 14 მარტს კულტურის ცენტ „ოდიში“–ს საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი იყო ფესტივალი ქორეოგრაფიული ანსამბელებისათვის, სადაც მონაწილეობას სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეები იღებდნენ. ცენტრის ეზოსა და ფოიეში მათი ყოფნა მხოლოდ ამ ფაქტს უკავშირდებოდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მსგავსი ცრუ და ყალბი კადრებისა და „საგანგებოდ დადგმული“ რეპორტაჟების გაშუქებისას რომელიც, ასახავს დეზინფორმაციას და იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის ღირსების შემლახავი, მსგავსი ფაქტის დაფიქისრებისას იტოვებს უფლებას ყველა მედია საშუალებას პასუხი სამართებივად აგებინოს”-ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: