ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფლის კრებებს მართავს

0

1495194_649517198514804_3312264373683874508_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, სოფლის კრებები ტყაისა და სოფელ დარჩელში ჩაატარა. ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგებელმა სოფლის წარმომადგენლებს ის პროექტები წარუდგინა, რომელიც 2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ შესრულდა და პრეზენტაცია გააკეთა მიმდინარე წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ტყაიას 2015 წელს, 26 953 ათასი ლარი გამეოყო, რის საფუძველზეც სოფელში განხორციელდება შემდეგი პროექტები: სკოლამდელი ბაღის შემოღობვა , შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა თანამედროვე ტიპის ღობით, სოფლის ცენტრამდე გარე განათების დამონტაჟება და სამისამართო ტრაფარეტების დამზადება, აგრეთვე რიყისა და ტყაიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

10845644_649516591848198_2607048220676448794_o11062392_649516658514858_3350672278590060987_o11045443_649516401848217_2056913836990276094_oსოფლის მოსახლეობამ გამგებელს კულტურის სახლის შენობის სახურავის რესტავრაცია და ეკლესიისთვის მეეზოვის მომვლელის შტატის დამატება სთხოვა, რაზეც სოფლის მოსახლეობამ გამგებლისგან თანხმობა მიიღო. სოფლის კრებაზე სკოლის დირექტორმა ამორტიზირებული ხეების მოჭრის საკითხი დააყენა რომელიც საფრთხეს უქმნის სკოლის მოსწავლეებს, აღნიშნული პრობლემის მოგვარება გამგებლის მიერ კეთილმოწყობის სამსახურს დაევალა, მოხდა ტერიტორიის დათვალიერება რის შემდეგაც მოხდა პრობლემის აღმოფხვრა. ედიშერ თოლორაია სოფლის მოსახლეობას სოფლის ცენტრამდე ცენტრალური გზის ასფალტო–ბეტონის საფარის დაგებას შეპირდა.

11083696_649516971848160_2939650705472748949_o11074987_649517138514810_3621620937891381056_o2015 წელს სოფელ დარჩელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 63 233 ათასი ლარი გამოეყო. გამგებლის ინფორამციით ამ თანხით სოფელ დარჩელში გაკეთდება დარჩელის ცენტრში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდ–ბოგირი, მოეწყობა ახალი ხიდი დავით ჭანიას სახლთან, ზემო დარჩელში მინი საფეხბურთო სტადიონი მისი კეთილმოწყობა და განათება, მოხდება შიდა გზების რეაბილიტაცია, ბიბლოთეკის შენობის კეთილმოწყობა, შეღებვა და დარჩლის საბავშვო ბაღის წინა ფასადის კეთიმოწყობა.

როგორც გამგებელმა სოფლის კრებებზე მოსულებს განუმარტა, სოფლის შიდა გზები იქნება თანამედროვე ტექნიკით დამუშავებული და გადაადგილება გახდება კომფორტული. სოფლის მოსახლეობამ გამგებელს შესრუოებული პროექტებისთვისა და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და რაიონის გამგებელს სოფლის გაზიფიცირების პროცესში დახმარება სთხოვა.

გამგებლის განცხადებით სოფელ კიროვში 46 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განცორხიელდება ეს არის კორკელიების უბანში ჭაბურღილის მოწყობა, კიროვის ცენტრში არსებული მინი სტადიონის განათება, ბიბლიოთეკისა და საბავშვო ბაღის რემონტი.

სოფლის მოსახლეობამ გამგებლისგან სანაგვე ყუთების განთავსება და ერთი მოსაცდელის მოწყობა მოითხოვა. გამგებლის ინფორმაციით სოფლის მხარდაჭერის პროექტი მაისის თვიდან დაიწყება და სამუშაოებში ძირთადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

სოფელ ზედაეწერში სოფლის მოსახლეობამ მხოლოდ ერთი პრიორიტეტი შეარჩია და 2015 წელს გამოყოფილი თანხით წყლის მომარაგების გაუმჯობესება გადაწყვიტა, როგორც სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ თორდია აღნიშნავს სტადიონის მოსახვევთან, ზუგდიდი – ჯვარის მთავარ მაგისტრალზე შეზღუდული ხილვადობის მოსახვევია და დეპუტატის განცხადებით საჭიროა სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნების განთავსება.

ჩხორიის ადმინისტრაციულ ერთეულში 2015 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პრიორიტეტი მიანიჭა 14–მდე შიდა გზის მოხრეშვას სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ხიდ–ბოგირების მოწყობას, სამუშიების უბანში და სამისამართო აბრების მომზადება, გადაუდებელ აუცილებელობად ჩაითვალა ბეჟას ღალზე სტადიონის მოწყობა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება და კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია.

სოფელ იდიშში, სოფლის კრებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გიზო სართანია ესწრებოდა. სოფლის მოსახლეობამ გამგებლის მოადგილესთან ერთად შეარჩია ის პროირიტეტები რომელიც 2015 წელს სოფელში უნდა განხორციელდეს. ესენია გურამიშვილსა და რუსთაბველის ქუჩაზე ხიდებისა და ნაპირსამაგრი საშუალებების მოწყობა, ნინოშვილის ქუჩაზე ხიდ–ბოგირის მოწყობა. სოფლის ცენტრში ჭაბურღილის მოწყობა, საიდანაც მოხდება საბავშვო ბაღისთვის წყლის მიწოდება, შინ მოუსვლელთა მემორიალის აღდგენა და ცენტრალური გზის განათება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებებს, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები, რევაზ თორდია, სოსო გოგოხია და გონელ ნაჭყებია ესწრებოდნენ.