ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებთან ხელოვნური ბორცვების მონტაჟი დაიწყო

0

10849000_653182544814936_5141225689818322034_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნური ბორცვების (მწოლიარე პოლიციელი)–ს მონტაჟი დაიწყო. საჯარო სკოლების სიახლოვეს სიჩქარის შემაფერხებელი ბორცვები ორ ადგილას განთავსდება და სწრაფად მოძრავ ავტოტრანსპორტს ხელოვნურ ბარიერს შეუქმნის რაც, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის უსაფრთხო მიმოსვლას შეუწყობს ხელს.

ბორცვებთან სიახლოვეს განთავსდება სიჩქარის შემაფერხებელი და ბავშვების გამოსახულებით საგზაო ნიშნები. პირველადი სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის ნარაზენი, კოლხიდა, ჯუმი,კოკი, ხურჩა, განმუხურისა და ანაკლიის შიდა სატრანსპორტო გზებზე დღეს დაიწყო.