ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დასუფთავების მანქანები შეიძინა

0

11220768_670042116462312_9101419590584355524_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი ფორდის მარკის 18–20 კუბიანი, ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, პირველ ეტაპზე მანქანები საკურორტო ზონის, ანაკლია–განმუხურის სოფლებს მოემსახურება. ზუგდიდის გამგეობამ ასევე შეიძინა სანაპიროს დასუფთავებისთვის სპეცტექნიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა  რამდენიმე დღეში ელოდება.

“სპეცტექნიკასთან ერთად შეძენილია ნაგვის ყუთები და ბუნკერები, რომლებიც განთავსდება ყველა სოფლის ცენტრში და სანაპირო ზოლში. დასუფთავების სამსახურთან ერთად ტექნიკა ხელს შეუწყობს მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანაში და გარემოს დაბინძურებისგან დაცვაში“.– განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.