ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

0

857389_377411029058757_1063691901_oგზის სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლომოურის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი ერთ კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ურთაში. გზის სავალ ნაწილზე სანიაღვრე არხების მოწყობა სოფლის დახმარების პროექტით ხორციელდება. ამავე პროექტით კეთდება მინი საფეხბურთო სტადიონი. მოიხრეშა და უახლოეს დღეებში ასფალტის საფარით დაიფარება სოფ. ცაიშში ტაძრისკენ მიმავალი გზა.

1243372_377411429058717_1577851868_oსოფელ ახალსოფელში მდინარე ყულისწყალის ხიდზე მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები. ასევე მდინარე ყულისწყალზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ახალსოფელი–ყულიშკარის დამაკავშირებელ ხიდზე, რომელიც წყალდიდობის დროს დაზიანდა.

სხვა ახალი ამბები: