ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ლაშა გოგია აირჩიეს

0

lasha gogiaaaზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ – 30 ხმით 13-ის წინააღმდეგ კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი ლაშა გოგია აირჩიეს. ფარული კენჭისყრის პროცესში 45 დეპუტატიდან 44-მა მიიღო მონაწიელობა.

ლაშა გოგია ერთადერთი კანდიდატი იყო. “ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ წარუდგენია. ლაშა გოგიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდენბობაზე ლაშა ადეიშვილი წარადგინა, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ,რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ახალადარჩეული საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.

ცნობისთვის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო 45 დეპუტატით არის წარმოდგენილი. აქედან, “ქართული ოცნებას” 29 დეპუტატი წარმოადგენს, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” 14 დეპუტატი ჰყავს, ხოლო 2 წევრი დემოუკიდებელი დეპუტატია.

სხვა ახალი ამბები: