ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სააკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები აირჩიეს

0

10446686_1443598815905545_1050930330531201448_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  გამართულ სხდომაზე მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს. მათი არჩევა ფარული კენჭისყრის გზით მიმდინარეობდა.სხდომას საკრებულოს 41 წევრი ესწრებოდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის წევრად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი მერაბ ხვიჩია, ხმათა უმრავლესობით, 30 ხმით -11-ის წინააღმდეგ აირჩა.

საკრებულოს წევრებმა განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დაზმირ ძიმცეიშვილი აირჩიეს. მისი კანდიდატურის სასარგებლოდ ხმა 32-მა წევრმა მისცა. იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მაიზერ ნანავა 36 ხმით -5-ის წინააღმდეგ აირჩიეს.

ასევე, სხდომაზე აირჩიეს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ მარკოზია  29 ხმა 12-ის წინააღმდეგ და  გიორგი კუკავა 31 ხმა  10-ის წინააღმდეგ- სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიის თავმჯომარედ.

სხვა ახალი ამბები: