ზუგდიდის მშენებარე სტადიონს ექსპერტიზა მესამე გამოკვლევას უტარებს.

0

10341700_481364525330073_6480162493089963037_nზუგდიდში, ენგურქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე მშენებარე სტადიონს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზა მესამე გამოკვლევას უტარებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მაია ღურწკაიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიწისზედა რკინის და ბეტონის კონსტრუქციების სიმყარის შემოწმება მიმდინარეობს, რის შემდეგაც დამუშავებულ მასალებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება და დაიდება შედეგი სტადიონის კონსტრუქციების სიმყარესთან დაკავშირებით.

გეოლოგიური დათვალიერების მიხედვით ნიადაგის გრუნტი მყარია. ექსპერტიზის პასუხები კი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

სხვა ახალი ამბები: