ზუგდიდის პოლიციამ კახა მიქაია და საშკა მოლაშხია დააკავა

0

miqaiaზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაციის ”დაიცავი საქართველოს” წევრები კახა მიქაია და საშკა მოლაშხია დააკავეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამათალდარღვევაში ედებათ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები სწორედ იმ დროს იქნენ დაკავებულნი, როდესაც ისინი გრიგოლ ქობალიას ქუჩას სახელს უცვლიდნენ და სპეციალურად დამზადებულ აბრებს წარწერით ”ლაღიძის ქუჩა” აკრავდნენ. კახა მიქაიამ და საშკა მოლაშხიამ ეს ყველაფერი ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეთანხმებით გააკეთეს, თუმცა შემთხვევის ადგილზე პატრული გამოიძახეს და მათი დაკავებაც იქვე მოხდა.

ცნობისათვცის, კახა მიქაიამ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს დაახლოებით სამი თვის წინ ოფიციალურად მიმართა გრიგოლ ქობალიას სახელი აღნიშნული ქუჩისთვის შეეცვალათ და ძველი სახელი, ლაღიძის ქუჩა დაებრუნებინათ, თუმცა ამაოდ.

სწორედ ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება ქუჩისთვის სახელი თვითონ გადაერქმიათ.

სხვა ახალი ამბები: