ზუგდიდის პოლიციამ შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთა

0

24178_4f16aecc58d7eზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები ადგილობრივმა პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე აიყვანეს.

ურთიერთსროლისას ერთი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა,რომელიც ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” გადაიყვანეს.დაწრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, სამი თავდამსხმელიდან კი ორი უკვე დაკავებულია. ერთმა თავდამსხმელმა  მიმალვა მოახერხა. სავარაუდოდ მან გალის ტერიტორიაზე მიმალვა მოასწრო, თუმცა მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ყაჩაღური თავდასხმის ორი მონაწილის ვინაობა ცნობილი ხდება. ცაგურია და ჭითანავა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილნი, მესამე თავდამსხმელის ვინაობა კი დგინდება.
საგულისხმოა, რომ ორივე ეჭვმიტანილი ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამნისტიით გათავისუფლდა.

სხვა ახალი ამბები: