ზუგდიდის პოლიციამ 15 მარტს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დაკითხვები დაიწყო (ვიდეო)

0

dak6ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში  “ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის 15 მარტს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ამავე აქციაში მონაწილეთა დაკითხვა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დილიდან დაიწყო.

დაკითხვიდან გამოსული პირები აცხადებენ, რომ ისინი ფიგურირებენ მანიფესტაციის მსვლელობისა და დაპირისპირები ამსახველ ვიდეო კადრებში და სწორედ ამ მიზეზით  დაიბარეს დაკითხვაზე. “ქართული ოცნების” აქტივისტებიდან 5 ადამიანი დაიკითხა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობიდან” ოთხი. სავარაუდოდ დაკითვების სერია ზუგდიდში ხვალაც გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: